საქველმოქმედო კონცერტი ერთადნიასთვის

25 ივნისი, 2019

დღეს, 25 ივნისს, ქალაქ ჩხოროწყუს კულტურის სახლში ორგანიზაცია ,,მძიმე ჯვარის“ ორგანიზებითა და მერიის კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის მხარდაჭერით საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა. ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და სხვა ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. კონცერტზე შემოსული თანხა ნია გოგუას მკურნალობას მოხმარდება. ნიას ღეროვანი უჯრედების გადანერგვა (ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია) ესაჭიროება, რომელსაც 200 ათასი დოლარი სჭირდება. ოპერაცია გერმანიაში ან თურქეთში კეთდება. მსურველებს შეუძლიათ თანხის ჩარიცხვა ასევე საბანკო ანგარიშის ნომერზე: :GE62BG0000000161221454 მიმღები:ვახტანგ გოგუა.(ნიას მამა) #ერთადნიასთვის #ვაკეთოთსიკეთეუანგაროდ.

გააზიარე