საკრებულოს კომისიის სხდომა

1 April, 2021

26 მარტს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჯიქია უძღვებოდა. კომისიის სხდომაზე განიხილეს საკითხი: ,,ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 2021 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამით მოსახლეობის მიერ შერჩეულ საპროექტო წინადადებების“ მოწონების თაობაზე. სხდომის წევრებმა საკითხის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.

 

გააზიარე