საგანმანათლებლო პორტალ „Izrune.ge“-ს პრეზენტაცია

4 April, 2018

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრში ინტელექტ-ჩემპიონატის ავტორმა და წამყვანმა გოჩა ტყეშელაშვილმა ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალ - „Izrune.ge“-ს პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციას მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა, საგანმნათლებლო რესურსცენტრის უფროსი ლია ჯალაღონია, საჯარო სკოლების დირექტორები და მასწავლებლები ესწრებოდნენ. ,,Izrune.ge"-ს მიზანია მშობლის ჩართულობის გაზრდა შვილის აღზრდა-განათლება-წახალისების პროცესში. მოსწავლეებს აქვთ საშუალება, საკუთარი კლასის შესაბამისად, ყოველდღიურად ივარჯიშონ მათთვის სპეციალური ალგორითმით შექმნილ უნიკალურ ტესტებში, გაიმეორონ და გაამყარონ განვლილი მასალა, ხოლო თავის მხრივ, მშობლებს და არა მარტო მშობლებს, არამედ მთლიანად ოჯახს, აქვს საშუალება, თვალყური მიადევნოს ბავშვის განვითარებას, მონაწილეობა მიიღოს მისი აღზრდა-განათლებისა და წახალისების პროცესში. სკოლების დირექტორებმა ახალ პროექტს მხარდაჭერა გამოუცხადეს და აღნიშნეს, რომ აღზრდა-განათლების ინოვაციურ პორტალ „Izrune.ge“-ში აქტიურად ჩაერთვებიან.

გააზიარე