ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავთან დაკავშირებით, ქალაქ ჩხოროწყუში გვირგვინით შეამკეს ომში დაღუპულთა ობელისკი

9 May, 2021

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვალერი თოდუამ, მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა კახა შელიამ და ქალაქ ჩხოროწყუში მერის წარმომადგენელმა ნონა პაპავამ ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავთან დაკავშირებით, ქალაქ ჩხოროწყუში გვირგვინით შეამკეს ომში დაღუპულთა ობელისკი და პატივი მიაგეს დაღუპული გმირების ხსოვნას. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, დღეისათვის, მეორე მსოფლიო ომის 2 ვეტერანი: გიორგი ჩოკორაია და შალვა შენგელია ცხოვრობს. თითოეულს ადგილობრივი ბიუჯეტიდან პირად საბანკო ანგარიშზე 1500 ლარი ჩაერიცხებათ. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 1000 ლარის, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები 500 ლარის ოდენობის ერთჯერად სოციალურ დახმარებას მიიღებენ.

გააზიარე