ნაპირსამაგრი სამუშაოები

1 April, 2021

მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კობა ჯიქია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯანო პერტაია, მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად მიყენებული სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ.

აღნიშნული სამუშაოები მდინარე ხობისწყლის სანაპიროზე მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში 350 მ³ ნაპირსამაგრი ჯებირის მოეწყობა.

სამუშაოებში ადგილობრივი მუშა-ხელია დასაქმებული.

მიმდინარე სამუშაოები თვის ბოლოს დასრულდება.

სტიქიის სალიკვიდაციოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტისთვის 1 000 000 ლარი გამოიყო.

 

გააზიარე