მუნიციპალიტეტში სააღდგომო ნობათის დარიგება გრძელდება

18 April, 2020

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, საქართველოს პარლამენტის წევრი ჯუმბერ იზორია და წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი გოგა გულორდავა შეჭირვებულ ოჯახებს, სოციალურად დაუცველებს, მრავალშვილიანებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და მარტოხელა ხანდაზმულებს სახლში ესტუმრნენ , მათ უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული – აღდგომა მიულოცეს და სააღდგომო ნობათი გადასცეს. სხვადასხვა სახის სასურსათო პროდუქტისგან შემდგარ სააღდგომო ნობათს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მცხოვრები 250 ოჯახი მიიღებს.

გააზიარე