მერმა მუნიციპალიტეტში გაწეული საქმიანობის ერთწლიანი ანგარიში მოსახლეობას წარუდგინა

17 ნოემბერი, 2023

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა მერის პირველ მოადგილე გოჩა ჩიქოვანთან ერთად კირცხის, ლეწურწუმესა და ნაკიანის მოსახლეობას შეხვდა და მუნიციპალიტეტში გაწეული საქმიანობის ერთწლიანი ანგარიში წარუდგინა. მერმა განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ვრცლად ისაუბრა და ადგილობრივებს სამომავლო გეგმები გააცნო, ასევე მოისმინა მოსახლეობის საჭიროებები. სოფელ კირცხში, საჯიქიოსა ად ნაშელუს უბნებში გზის 4 კმ- იანი მონაკვეთი ასფალტის საფარით რეაბილიტირდება. პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ბიუჯეტი 1 905 000 ლარს შეადგენს.

  • მიმდინარეობს ზუგდიდი-ჯიხაშკარი-ჩხოროწყუს დამაკავშირებელი 6- კილომეტრიანი საავტომობილო ცენტრალური გზის რეაბილიტაცია ასფალტის საფარით.
  • ნოემბერში დაიწყება სოფელ სარაქონში 120 ბავშვზე გათვლილი ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა . პროექტის ბიუჯეტი 4 000 000 ლარს შეადგენს.
  • სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში განხორციელდა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაო.
  • დაგეგმილია პროექტის მომზადება,რომელიც ითვალისწინებს კირცხის სკოლის ეზოში მუზეუმისა და კოშკის მშენებლობას.
  • ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები.
  • მერიის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამებით 112 ბენეფიციარზე გაცემულია 45022.27 ლარი.
  • სოფელ ლეწურწუმეში ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს.

პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება 2 694 000 ლარს შეადგენს. სამუშაოები ითვალისწინებს სოფელ ლეწურწუმეში, ეგიარზენის უბნიდან სოფელ ნაკიფუს საზღვრამდე, ლეწურწუმეს ცენტრის გავლით, 5 -კილომეტრიანი გზის ასფალტის საფარით რეაბილიტაციას. პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყო სანიაღვრე არხები.

  • მიმდინარეობს გაზიფიცირების სამუშაოები.
  • განხორციელდა ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია.
  • მიმდინარეობს სკოლის სრული რეაბილიტაცია.
  • მერიის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამებით 51 ბენეფიციარზე გაცემულია 26440.47 ლარი.
  • სოფელ ნაკიანში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები.
  •  ნაკიანში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში განხორციელდა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაო.
  • მერიის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამებით 40 ბენეფიციარზე გაცემულია 9050 ლარი.

მერი ერთწლიანი ანგარიშის წარდგენის მიზნით, მოსახლეობას 20 ნოემბერს ჭოღას, ნაფიჩხოვოს, თაიასა და მუხურის ადმინისტრაციულ ერთეულებში შეხვდება.

 

გააზიარე