მერმა ინტელექტუალურ ოლიმპიადაში გამარჯვებულები დააჯილდოვა

29 May, 2018

მიმდინარე წლის 19-20 მაისს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სკოლებს შორის ზოგადსაგანმანათლებლო ინტელექტუალური ოლიმპიადა ,,სიო“ ჩატარდა. ოლიმპიადაში , მე- 3 დან მე -7 კლასების ჩათვლით, საჯარო სკოლების მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა. დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ ,მერის მოადგილე ვალერი თოდუამ და ოლიმპიადის ორგანიზატორმა , შ.პ.ს. ,,სი ენდ ჯი-ს“წარმომადგენელმა ირაკლი გულორდავამ მოსწავლეებს ოლიმპიადაში გამარჯვება მიულოცეს, სერტიფიკატები და ფულადი პრიზი გადასცეს მათ. პირველ ადგილზე გასული მათე ფირცხელავა -200, მეორე ადგილის მფლობელი სალომე სამხარაძე -150, ხოლო მესამე ადგილოსანი ნატო ფარულავა - 100 ლარით დაჯილდოვდნენ.

გააზიარე