მერმა დათო გოგუამ 2023 წლის წარმატებული სპორტსმენები, მწვრთნელები და სპორტის პედაგოგები დააჯილოვა

29 დეკემბერი, 2023

დღეს ჩხოროწყუს მუნიცპალიტეტის მერმა დათო გოგუამ 2023 წლის წარმატებული სპორტსმენები, მწვრთნელები და სპორტის პედაგოგები დააჯილოვა. მსოფლიოს, ევროპის, საქართველოს ჩემპიონები და პრიზიორები, მწვრთნელები და სპორტის პედაგოგები სპორტის სფეროში მიღწეული წარმატებებისათვის დაჯილდოვდნენ ფულადი პრიზებითა და მადლობის სიგელებით. შეხვედრას მერის მოადგილე ვალერი თოდუა, ადგილობრივი თვითმმართველობის და სპორტის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გააზიარე