მერი საპატიო ჩხოროწყუელებს ესტუმრა და მათ გიორგობა მიულოცა

6 May, 2020

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ საპატიო ჩხოროწყუელებს სახლში ესტუმრა, გიორგობის დღესასწაული მიულოცა მათ და სასურსათო პროდუქტი გადასცა. სასურსათო ნობათი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა 22-მა საპატიო ჩხოროწყუელმა მიიღო.

 

 

გააზიარე