მერი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

11 სექტემბერი, 2019

აქტიურად გრძელდება სოფელ ახუთში, (მეორე ახუთი) გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ბიუჯეტი 2 908 000 ლარს შეადგენს. მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მალანია. სამუშაოებს ,,New Pasage” ასრულებს. ასფალტირებული გზა 4კმ. მანძილზე დაიგება. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა.

 

გააზიარე