კულტურის სახლში საახალწლო კონცერტი გაიმართა

30 დეკემბერი, 2017

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში მერიის მხარდაჭერითა და კულტურის,ძეგლთა დაცვისა და განათლების სამსახურის ორგანიზებით საახალწლო კონცერტი გაიმართა. კონცერტში პროექტ ,,ჯეოსტარისა“ და ,,ნიჭიერის“ წარმომადგენლებთან ერთად ბექა ლაგვილავა მონაწილეობდა. დამსწრე საზოგადოებას შობა–ახალი წელი მიულოცეს და ნაყოფიერი და წარმატებული წელი უსურვეს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუამ , კულტურის,ძეგლთა დაცვისა და განათლების სამსახურის უფროსმა ათინა წურწუმიამ. თოვლის ბაბუამ პატარებს ტკბილეული დაურიგა. მათ, ასევე, საახალწლო ნობათი ფიფქია და სანტა კლაუსისგან მიიღეს. საახალწლო კონცერტი გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

გააზიარე