,,ჯადოსნურმა ხმებმა“ საქველმოქმედო კონცერტი გამართა

22 მარტი, 2019

ქალაქ ჩხოროწყუს კულტურის სახლში მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის მხარადჭერით საპროდიუსერო კომპანია ,,ჯადოსნურმა ხმებმა“ საქველმოქმედო კონცერტი გამართა. კონცერტში მონაწილეობდნენ ბესო კალანდაძე და მეგობრები: თემურ წიკლაური, ნუგზარ ერგემლიძე, ნუგზარ კვაშალი, ვახტანგ ტატიშვილი, ზურა კობეშავიძე, მაკა ქაჯაია, ბიძინა მახარაძე. საქველმოქმედო-საიუბილეო ტურნე საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მთელი საქართველოს მასშტაბით იმართება. კონცერტს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

გააზიარე