განცხადება

14 აგვისტო, 2023

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურიდან ტბა ტობავარჩხილის მიმართულებით გზაზე განვითარებული მეწყრული პროცესის გამო ავტოსატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეწყვეტილია. სამეგრელო-ზემო სვანეთი სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მიმართვის საფუძველზე ადგილზე იმყოფებოდნენ გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, ველოდებით შესაბამის დასკვნას, რის შემდეგაც გატარდება რეკომენდაციით გათვალისწინებული ღონისძიებები.

გააზიარე