გამგებელი ეკლესიების სამშენებლო–სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

9 აგვისტო, 2017

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელი დათო გოგუა , სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, სოფელ ლესიჭინესა და ჭოღაში ეკლესიების სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო . სოფელ ლესიჭინეში, ადგილობრივების ინიციატივითა და მშენებლობის ფონდ ,,ლესიჭინეს“ დაფინანსებით, მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის სახელობის ეკლესიის მშენებლობა მიმდინარეობს. მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ეკლესიის რეაბიბიტაცია მიმდინარეობს მეორე ჭოღაში. ეკლესია XIV-XV საუკუნეებით თარიღდება. სამუშაოებს ფონდი ,,ქართუ" აფინანსებს.

გააზიარე