გალა კონცერტითა და ფოიერვერკით დასრულდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით ჩხოროწყუში წინასაახალწლო ღონისძიება

28 დეკემბერი, 2023

გალა კონცერტითა და ფოიერვერკით დასრულდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით ჩხოროწყუში წინასაახალწლო ღონისძიება. მთელი დღის განმავლობაში ჩხოროწყუს ცენტრში სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები მიმდინარეობდა, რომელიც ყველა თაობის ადამიანზე იყო გათვლილი. მოწყობილი იყო საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. გაიმართა ორკესტრისა და კოსტიუმირებული გმირების მსვლელობა. ღონისძიებებს დაესწრო და მოსახლეობას შობა-ახალი წელი მიულოცა მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ.

 

 

გააზიარე