დღეს ქალაქი ჩხოროწყუ ,,მუსიკალურ საღამოს“ უმასპინძლებს

18 ივნისი, 2023

დღეს ქალაქი ჩხოროწყუ ,,მუსიკალურ საღამოს“ უმასპინძლებს.

ღონისძიება მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართება.

ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ამჟამად სამზადისი მიმდინარეობს, მონტაჟდება საკონცერტო სცენა, ეწყობა საბავშვო-გასართობი სივრცეები და პავილიონები.

ღონისძიება, დღეს 19 საათზე დაიწყება და საღამო გრანდიოზული კონცერტით დასრულდება.

•19:00 – 20:00 ფონური მუსიკა

•19:00 – 21:30 ადგილობრივი მეწარმეების ბაზრობა

•19:00 – 20:00 ანიმატორები, საპნის ბუშტების შოუ, თითების თეატრი.

•19:00 – 21:30 სახის მოხატვა, ყვავილების გვირგვინების მასტერკლასი

•20:00 – 21:30 კონცერტი ქუჩის ბიჭების მონაწილეობით

გვეწვიეთ, ერთად გავატაროთ ზაფხულის

#მუსიკალურისაღამოები

 

გააზიარე