დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტმა ფოლკლორის VIII საერთაშორისო ფესტივალს „ ლეგენდების ქვეყანა“ უმასპინძლა

12 ივლისი, 2023

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტმა ფოლკლორის VIII საერთაშორისო ფესტივალს „ ლეგენდების ქვეყანა“ უმასპინძლა. ფესტივალში ცეკვისა და სიმღერის ადგილობრივ ანსამბლებთან ერთად მონაწილეობდნენ პოლონეთის, თურქეთის და ბულგარეთის ფოლკლორული ანსამბლები და ჯგუფები. ფესტივალს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა მოსახლეობასა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. აღნიშნული ღონისძიება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მერიის მხარდაჭერითა და კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა. ფესტივალი საზეიმოდ მარტვილში, 14 ივლისს გალაკონცერტით დაიხურება.

 

გააზიარე