დევნილ მოსახლეობას სასურსათო პროდუქტი გადაეცა

29 April, 2020

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, საქართველოს პარლამენტის წევრი ჯუმბერ იზორია, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი გოგა გულორდავა და სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას სახლში ესტუმრნენ, მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნენ და სასურსათო კალათა მიუტანეს.  სასურსათო პროდუქტის გაცემა მოსახლეობისთვის გრძელდება. ხელისუფლების წარმომადგენლები, კერძო სექტორთან ერთად, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 1000-ზე მეტ შეჭირვებულ ოჯახს, სოციალურად დაუცველებს, მრავალშვილიანებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და მარტოხელა ხანდაზმულებს უკვე დაეხმარნენ.  საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ადგილობრივი ცხელი ხაზის ნომერზე, ან მოგვწერონ ელექტრონულ მეილზე და ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე, ასევე დაუკავშირდნენ მერის წარმომადგენლებსა და სოფლის დეპუტატებს ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით.   ☎ ცხელი ხაზი: 599856577; 599856607; 599850175;  ელ.ფოსტა: info.gamgeoba@gmail.com

გააზიარე