დათო გოგუა შემწამვლელი ჯგუფის წევრებს შეხვდა

16 ივნისი, 2017

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ინვაზიური მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელებისთვის, როგორც მოსახლეობასთან, ასევე შემწამვლელ ჯგუფებთან ტრენინგები და კონსულტაციები გაიმართა. ამჯერად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში, გამგებელი დათო გოგუა , სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩხოროწყუს საინფორმაციო–საკონსულტაციო სამსახურის უფროს დათო გახარიასთან და გამგეობის სოფლის მეურნეობის სამსახურის უფროს გია ცირამუასთან ერთად , მუნიციპალიტეტში შექმნილ შემსწავლელი ჯგუფის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე აზიური ფაროსანას წინააღმდეგ დაგეგმილი ღონისძიებების ოპერატიულ და ხარისხიან განხორციელებასა და პრეპარატის უსაფრთხო და ეფექტიან გამოყენებაზე ქიმიური წამლობის ღონისძიებებში ჩართულ ჯგუფის წევრებს კიდევ ერთხელ მიეცათ განმარტებები. მუნიციპალიტეტში 292 ადგილობრივისგან დაკომპლექტებული 146 შემწავლელი ჯგუფი შეიქმნა. მათი რაოდენობა სოფლების ფართობების მიხედვით განისაზღვრა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 4 808 ჰა თხილის ფართობი დამუშავდება. აზიური ფაროსანას შეწამვლითი სამუშაოები , გამოდარებისთანავე, ყველა სოფელში დაიწყება.

 

გააზიარე