ჩხოროწყუში ქუჩის სავარჯიშოების მონტაჟი მიმდინარეობს

9 ივნისი, 2017

მუნიციპალიტეტის გამგებელი დათო გოგუა ქუჩის სავარჯიშოების მონტაჟს დაესწრო. დაბა ჩხოროწყუში, ჩოგბურთის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, როგორც პატარებისთვის, ასევე დიდებისთვის, ქუჩის სავარჯიშოების მონტაჟი მიმდინარეობს. პროექტი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივით საქართველოს მასშტაბით ხორციელდება.

გააზიარე