ჩხოროწყუში წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა

22 მარტი, 2017

დღეს, წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით , ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია ჩატარდა. აქციაში მუნიციპალიტეტის გამგებელი დათო გოგუა და გამგებლის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი ჩაერთნენ და სხვადასხვა სამსახურის,ორგანიზაციების, საჯარო სკოლების და დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად,მდინარეების სანაპიროები და მიმდებარე ტერიტორიები საყოფაცხოვრებო ნარჩებნებისგან დაასუფთავეს. დასუფთავების აქცია მუნიციპალიტეტში პერიოდულად იმართება.

         

გააზიარე