,,ჩხოროწყუს სამეგრელოსა“ და შპს საფეხბურთო კლუბ „დინამო თბილისის საფეხბურთო სკოლას” შორის მემორანდუმი გაფორმდა

1 ოქტომბერი, 2023

,,ჩხოროწყუს სამეგრელოსა“ და შპს საფეხბურთო კლუბ „დინამო თბილისის საფეხბურთო სკოლას” შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისა და ფეხბურთის პოპულარიზაციის მიზნით, მუნიციპალიტეტში 6-დან 12 წლამდე ასაკობრივი გუნდები ჩამოყალიბდა, რომლებიც გადიან სრულფასოვან საწვრთნელ პროცესებს. ასევე, გადამზადდნენ ასაკობრივი გუნდების მწვრთნელები. წარჩინებულ ფეხბურთელებს „დინამოს“ აკადემიაში დაწინაურების საშუალება ექნებათ.

აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს ტალანტების მოძიებას, მწვრთნელების გადამზადებას, ფეხბურთელების სტაჟირებას დინამოს აკადემიაში, რეგიონული ტურნირებისა და ფესტივალების ორგანიზებას.

პროექტის მხარდამჭერია ონლაინ მაღაზია https://isurve.ge/ რომელმაც ჩხოროწყუს საფეხბურთო სკოლას უსასყიდლოდ გადასცა სპორტული ინვენტარი.

გააზიარე