ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სახალხო ზეიმი ,,ჩხოროწყუობა 2023“ დუეტი ჯორჯიას გალა კონცერტით დასრულდა

7 ოქტომბერი, 2023

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სახალხო ზეიმი ,,ჩხოროწყუობა 2023“ დუეტი ჯორჯიას გალა კონცერტით დასრულდა.

ქალაქის ცენტრში სახალხო დღესასწაული მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. დილიდან ქალაქის ცენტრში გაიმართა სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიება.

მოეწყო მეგრული ყოფის ამსახველი ეთნოგრაფიული კუთხეები, წარმოდგენილი იყო მეგრული სამზარეულო. დაჯილდოვდნენ საპატიო ჩხოროწყუელები. ასევე, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ხელოვანთა ნამუშევარების გამოფენა-გაყიდვა.

ადგილობრივ მოსახლეობასთან და მუნიციპალიტეტის სტუმრებთან ერთად, სახალხო სეირნობაში მონაწილეობა ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა,ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტთან დამეგობრებული ლიეტუვას რესპუბლიკის მოლეტაის მუნიციპალიტეტის მერმა საულიუს ჯაუნიეკამ და მოლეტაის კულტურისა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებმა მიიღეს.

#ჩხოროწყუობა2023

#სახალხოდღესასწაული

 

გააზიარე