ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, კულტურისა და მოსწავლე -ახალგაზრდობის ცენტრში, მერიის მხარდაჭერით სახელოვნებო სკოლა გაიხსნა

20 ნოემბერი, 2023

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, კულტურისა და მოსწავლე -ახალგაზრდობის ცენტრში, მერიის მხარდაჭერით სახელოვნებო სკოლა გაიხსნა.

სკოლაში მოსწავლეები ხატვას, ფერწერას, ჭედურ ხელოვნებას, ხატწერას ტიხრულ მინანქარსა და ოქრომჭედლობას შეისწავლიან.

სახელოვნებო სკოლის პედაგოგები, ხელოვანები - შალვა გერაძე და ალიკა წურწუმია იქნებიან. სკოლაში შესარჩევი კონკურსის შედეგად მიღებული საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლეები ჩაირიცხნენ.

 სახელოვნები სკოლის გახსნას მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, მერის მოადგილე ვალერი თოდუა და მერიის კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი ათინა წურწუმია ესწრებოდნენ.

სკოლაში ხელოვნების სხვადასხვა დარგს 13-18 წლამდე მოსწავლეები დაეუფლებიან.

+12

გააზიარე