,,ახალგაზრდული დღეები 2023” დასრულდა

25 აგვისტო, 2023

მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მიერ ორგანიზებული ,,ახალგაზრდული დღეები 2023” დღეს ადგილობრივი ბენდის კონცერტით დასრულდა. დღის მანძილზე ჩატარდა ასევე სპორტული შეჯიბრებები მენჩურუასა და პლაჟის ფრენბურთში. ახალგაზრდული დღეების ფარგლებში 21 აგვისტოდან ახალგაზრდების მონაწილეობით სხვადასხვა შემეცნებითი, გასართობი, სპორტული და კულტურული ღონისძიება გაიმართა. აქტივობებს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად ესწრებოდა. ღონისძიებაში გამარჯვებულ გუნდებს გადაეცათ დიპლომები და ფულადი პრიზები . კულტურული და გასართობი აქტივობები 26 ,27 და 28 აგვისტოდან მერიის კულტურის,განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის ორგანიზებით ,,შემოქმედებითი ფესტივალის“ ფარგლებში გაგრძელდება.

ფესტივალი 28 აგვისტოს ოთო ნემსაძის კონცერტით დაიხურება.

 

გააზიარე