„ახალგაზრდული დღეები-2023“ დაიწყო

21 აგვისტო, 2023

ქალაქ ჩხოროწყუში „ახალგაზრდული დღეები-2023“-ის ფარგლებში ტარდება სპორტული და შემეცნებითი ღონისძიებები. პროექტში აქტიურად არიან ჩართულნი ჩხოროწყუელი ახალგაზრდები, სტუდენტები. ,,ახალგაზრდული დღეები -2023” ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ხორციელდება, დაგეგმილია სხვადასხვა გასართობი, შემეცნებითი, სპორტული და კულტურული ღონისძიება, რომელიც 25 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.

 

გააზიარე