31 მარტი საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმისა და საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ეროვნული გმირის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა

31 მარტი, 2024

31 მარტი საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმისა და საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ეროვნული გმირის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ, ეროვნულ – განმათავისუფლებელი მოძრაობის წევრებმა, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" და საზოგადოების წარმომადგენლებმა ქალაქ ჩხოროწყუში ზვიად გამსახურდიას ბიუსტი ყვავილებით შეამკეს, პატივი მიაგეს პირველი პრეზიდენტის ხსოვნას და მის ღვაწლსა და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. საქართველოს პირველ პრეზიდენტს დღეს 85 წელი შეუსრულდებოდა.

 

გააზიარე