15 წელი შესრულდა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან

8 აგვისტო, 2023

15 წელი შესრულდა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან. აღნიშნულთან დაკავშირებით, 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი კობა წურწუმიას საფლავი ყვავილებით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა, კობა წურწუმიას სახელობის ტურნირში გამარჯვებული გუნდის წევრებმა. კობა წურწუმიას ოჯახს მუნიციპალიტეტის მერიამ "ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახების დახმარების პროგრამის" ფარგლებში ფულადი დახმარება - 2000 ლარი გამოუყო. კობა წურწუმია 2008 წლის 7 აგვისტოდან რუსეთ – საქართველოს ომის წინა ხაზზე იბრძოდა. 9 აგვისტოს, საომარი მოქმედებების დროს, ცხინვალში დაიღუპა. ის მშობლიურ სოფელში, ლეწურწუმეშია დაკრძალული.


გააზიარე