12-16 ივლისის ჩათვლით მუნიციპალური ეტაპის გათამაშება ფეხბურთში ,,მოყვარულთა თასი- 2023” გაიმართა

17 ივლისი, 2023

12-16 ივლისის ჩათვლით მუნიციპალური ეტაპის გათამაშება ფეხბურთში ,,მოყვარულთა თასი- 2023” გაიმართა. 11X11 ტურნირი ოლიმპიური სისტემით ჩატარდა, რომელშიც 13-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურისა და ფეხბურთის განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიამ თითოეულ მონაწილე გუნდს სპორტული ფორმები გადასცა, გუნდები ტრანსპორტირებით უზრუნველყო და გამარჯვებულებისთვის ფულადი ჯილდო დააწესა. პირველი ადგილი ზუმის გუნდმა, მეორე ლესიჭინეს, ხოლო მესამე ადგილი ჩხოროწყუს გუნდმა დაიკავა. ღონისძიებას დაესწრო და გამარჯვებული გუნდები სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ დააჯილდოვა.

 

გააზიარე