თაია
თაია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ჩრდილოეთით მდებარე მთაგორიანი სოფელია. მას აღმოსავლეთით ესაზღვრება სოფელი ნაფიჩხოვო, სამხრეთით ჭოღა და ხაბუმე, დასავლეთით მუხური, ჩრდილოეთით ოცინდალეს მთანი მასივი. სოფლის ცენტრი ზღვის დონიდან 305 მეტრზე მდებარეობს, მაღალმთიანი ოცინდალე კი 650 მეტრზეა. სახელწოდება თაია ძველი დროიდან მომდინარეობს. მის შესახებ ერთგვაროვანი აზრი არაა. ერთნი მას მთა–მთაიას უკავშირებენ, რომელსაც წინა ბგერა "მ" დაკარგული აქვს; მეორენი თვლიან, რომ იგი ძველ დროს სოფელში მცხოვრებ ლამაზ ქალიშვილ თაიასთან არის დაკავშირებული, რომელიც თათრებს გაუტაცნიათ და მოსახლეობას მის პატივგებისათვის სახელი სოფლისთვის შეურქმევია. სოფლის ტერიტორიაზე უძველეს ადამიანს უცხოვრია, რის შესახებაც იქ აღმოჩენილი ნივთები, არსებული ბუნების და ადამიანის მიერ შექმნილი ძეგლები მეტყველებენ. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ბორის ფიჩხაიას საკარმიდამო ნაკვეთში ნაპოვნი ქვის ხელ–ცული, რომელიც ინახება ჩხოროწყუს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.ხელცული ენეოლითის ხანით თარიღდება, იგი როგორც სამეურნეო, ისე საბრძოლო იარაღადაც ითვლება. სოფელ თაიაში ოცინდალეს წმინდა გიორგის ეკლესია XI-XII საუკუნეშია აშენებული. იგი ბაზილიკის ტიპის უგუმბათო ნაგებობაა. მას ვაზის კარები ჰქონია, რომელიც აჟამად საქართველოს ისტორიულ მუზეუმშია დაცული. ასევე „ოცინდალეს“ წმინდა გიორგის სახელობის მონასტრიდან იშლება უნიკალური ხედი, რომელიც მოიცავს აფხაზეთის, სამეგრელოს, იმერეთისა და გურიის ტერიტორიებს, რასაც დამთვალიერებლები აღტაცებაში მოყავს. სოფელში აღინიშნება სახალხო ზეიმი "ოცინდალობა" , რომელიც ტარდება ყოველი წლის 23 ნოემბერს.
მამამზე საჯაია
საკონტაქტო ინფორმაცია
მობ: 599 85 08 28
E-mail: mamamzesajaia1978@gmail.com
სამუშაო გამოცდილება
2011-2013 წლებში მუშაობდა შპს ,,იმედი 1969“;
2014 წლიდან დღემდე არის გამგებლის წარმომადგენელი სოფელ თაიას ადმინისტრაციულ ერთეულში.
განათლება
1998-2002 წლებში ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
სპეციალისტები
- თენგიზ თოდუა – მობ: 595-28-18-04