მუნიციპალიტეტის მერმა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა
დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას ასევე მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი ესწრებოდა. შეხვედარაზე მერიაში მოქმედი სოციალური პროგრამები, ინფრასტრუქტურული და ,,სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამით მიმდინარე სამუშაოები განიხილეს. ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტების განხორციელება ადმინისტრაციულ ერთეულებში დასრულების ეტაპზეა. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს სახელმწიფო პროგრამების მიმდინარეობაზე. დათო გოგუამ მერის წარმომადგენლებისგან მოისმინა დეტალური ინფორმაცია ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული საჭიროებების თაობაზე. შეხვედრაზე სხვა მიმდინარე საკითხებიც განიხილეს.