ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს. რუსთაველის უბანში ასფალტირებული გზა 4 - კილომეტრიან მონაკვეთზე იგება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ასფალტის პირველი ფენის დაგება. პროექტი 2025 წელს დასრულდება და სანიაღვრე არხების მოწყობასაც ითვალისწინებს. სოფელ ლესიჭინეში, ოჩხომურის უბანში, 3 კმ-ზე ეწყობა ასევე გარე განათება. სამუშაოებს ა(ა)იპ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის ცენტრი ,,სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში ახორციელებს. დღეს აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი ადგილზე გაეცნენ.