ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტმა ,,ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატს უმასპინძლა

24 May, 2024

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტმა ,,ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატს უმასპინძლა. ღინისძიებაში მე-6 და მე-7 კლსელები მონაწილეობდნენ. გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 17 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა. ღონისძიების შედეგად კი ჩხოროწყუს „ეტალონი გუნდი“ გამოვლინდა. 2024 წლის „ჩხოროწყუს ეტალონი გუნდის“ წოდება და პირველობა მოიპოვა ახუთის N1 საჯარო სკოლის გუნდმა. მეორე ადგილზე გავიდა ლესიჭინეს N1 საჯარო სკოლის გუნდი, მესამე ადგილი კი მოიპოვა თაიას საჯარო სკოლის გუნდმა. ღონისძიებას ეტალონის ავტორი და წამყვანი გოცა ტყეშელაშვილი უძღვებოდა. კონკურსის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და გამარჯვებულ გუნდებს წარმატება მიულოცეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. ,,ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მხარდაჭერით ჩატარდა.

 

Share page