ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტმა საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, უსასყიდლოდ ერთი ერთეული 16 მ3 მოცულობის, საყოფაცხოვრებო ნარჩენების შესაგროვებელი სპეც.ტექნიკა (ნაგავმზიდი) მიიღო
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტმა საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, უსასყიდლოდ ერთი ერთეული 16 მ3 მოცულობის, საყოფაცხოვრებო ნარჩენების შესაგროვებელი სპეც.ტექნიკა (ნაგავმზიდი) მიიღო.
ნაგავმზიდი ა(ა)იპ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურს გადაეცემა და ქალაქსა და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებს მოემსახურება,რაც დასუფთავების სამუშაოების უფრო ეფექტურ და ოპერატიულ შესრულებას შეუწყობს ხელს.
ეს რიგით მე-5 ნაგავმზიდია, რომელიც მუნიციპალიტეტს ბოლო წლების განმავლობაში გადმოეცა.