ქალაქ ჩხოროწყუს #1 საჯარო სკოლამ მუზეუმის სააქტო დარბაზში 2023-2024 სასწავლო წლის შემაჯამებელი კონფერენცია ჩაატარა

15 June, 2024

ქალაქ ჩხოროწყუს #1 საჯარო სკოლამ მუზეუმის სააქტო დარბაზში 2023-2024 სასწავლო წლის შემაჯამებელი კონფერენცია ჩაატარა.

კონფერენციაზე ვრცლად ისაუბრეს მთელი სასწავლო წლის განმავლობაში განხორციელებული სასკოლო, რეგიონალური და რესპუბლიკური პროექტებისა და მიღწეული შედეგების შესახებ.

პირველად სკოლის ისტორიაში, დასახელდა სკოლის საუკეთესო მასწავლებელი. კათედრების შეთანხმებით , 2023-2024 სასწავლო წლის საუკეთესო მასწავლებელი მაია სიჭინავა გახდა.

შემაჯამებელ ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო მხატვრული და მუსიკალური ნომრები.

კონფერენციას მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო.

 

Share page