ა(ა)იპ სასპორტო სკოლის გაერთიანების კარატეს წრის სპორტსმენებს კარატეს საერთაშორისო ტურნირ Open Georgia 2024-ში მიღწეული შედეგები მიულოცეს და შემდგომი წარმატებები უსურვეს

17 June, 2024

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ, მერის პირველმა მოადგილე გოჩა ჩიქოვანმა და ქალაქ ჩხოროწყუს მაჟორიტარმა დეპუტატმა ჯანო პერტაიამ ა(ა)იპ სასპორტო სკოლის გაერთიანების კარატეს წრის სპორტსმენებს კარატეს საერთაშორისო ტურნირ Open Georgia 2024-ში მიღწეული შედეგები მიულოცეს და შემდგომი წარმატებები უსურვეს.

კარატეს საერთაშორისო ტურნირი Open Georgia 2024 საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა. შეჯიბრებაში საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ირანის, თურქეთის, უკრაინისა და კუვეიტის 650-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა.

ტურნირის პირველი დღე - სენიორების, ხოლო მეორე დღე იუნიორების ორთაბრძოლებს დაეთმო. წარმატებით იასპარეზეს ქართველმა კარატისტებმა - მათ 200-ზე მეტი მედალი მოიპოვეს.

აღსანიშნავია, რომ შეჯიბრებაზე ჩხოროწყუელმა კარატისტებმა 11 საპრიზო: სამი პირველი, ოთხი მეორე და ოთხი მესამე ადგილი მოიპოვეს.

 

Share page