სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს

21 June, 2024

 დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნუკრი ხასია, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი ნუგზარ გაბელია, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ჩხოროწყუსა და სოფელ ლესიჭინეში პირველი საჯარო სკოლისა და საბავშვო ბაღების მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნენ. ასევე, დაათვალიერეს სალაშხიო-საკაციოს უბანში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

 აღნიშნულ უბანში, ასფალტირებული გზა 4კმ.-ის მანძილზე დაიგება.

 სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს და მისი ბიუჯეტი 1 009 998 ლარს შეადგენს.

ქალაქ ჩხოროწყუში 125, ხოლო ლესიჭინეში 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღები შენდება.

 ბაღების მშენებლობა 2024 წელს დასრულდება.

პროექტში გათვალისწინებულია შიდა და გარე სივრცეების, რეკრეაციული ზონების, კომუნიკაციების და სველი წერტილების კეთილმოწყობა. დაწესებულება საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი იქნება.

ბაღების შენობები ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის.

ბაღების მშენებლობა მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ფინანსდება.

 ქალაქ ჩხოროწყუში მიმდინარეობს ასევე #1 საჯარო სკოლის მშენებლობა.

საგანმანათლებლო დაწესებულება აღჭურვილი იქნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.

მოეწყობა თანამედროვე ლაბორატორიები, სპორტული ინფრასტრუქტურა, ყველა სკოლა მთლიანად ადაპტირებული იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სულ 5 საჯარო სკოლა აშენდება.

 

Share page