მერიის სტრუქტურა და სტრუქტურული ხე

მერიის სტრუქტურა

  • მერია არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსადმი დაქვემდებარებული დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს მერის უფლებამოსილების განხორციელებას. მერიას ხელმძღვანელობს მერი.
  • მერია შედგება სტრუქტურული ერთეულებისგან. მერიის სტრუქტურული ერთეული შესაბამისი დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერის დავალებების შესრულებას. მერიის სტრუქტურულ ერთეულს შეიძლება ჰქონდეს ქვედანაყოფები, რომლებიც განისაზღვრება მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებითა და საშტატო ნუსხით.
  • მერია საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” საქართველოს ორგანული კანონის, მოქმედი კანონმდებლობის და ქალაქ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების შესაბამისად.
  • მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირები, სტრუქტურული ერთეულები და საჯარო მოსამსახურეები მოქმედებენ კანონიერების, საჯაროობისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით.
  • მერიას აქვს  შტამპი,  ბლანკი, ბეჭედი ჩხოროწყუს  მუნიციპალიტეტის საიდენტიფიკაციო კოდის მითითებით და წარწერით.

სტრუქტურული ხე

 

 

Share page