ქვედა ჩხოროწყუ

ქვედა ჩხოროწყუს  ადმინისტრაციული ერთეული
სოფელი ქვედა ჩხოროწყუ ოჩხომურისა და ხობისწყლის ხეობებს შორის გაშლილ  ვაკეზე ზღვის  დონიდან 175 მეტრზე მდებარეობს. ჩრდილოეთით ესაზღვრება დ. ჩხოროწყუ, სამხრეთით სოფ. ლესიჭინე, აღმოსავლეთით სოფ. ახუთის ადმინისტრაციული ერთეული. ფართობი შეადგენს 1427 ჰექტარს, მისი მოსახლეობაა 1969 მთ შორის პენსიონერია 336, დევნილი 112, ამომრჩეველთა რაოდენობაა 1428. სოფელში არის 2 საბავშვო ბაღი და 1 საჯარო სკოლა. ქვედა ჩხოროწყუ ორ ნაწილად იყოფა: ლეჯიქედ და საკუთრივ ქვედა ჩხოროწყუდ. ლეჯიქე მდინარე ოჩხომურის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს. იგი უძველესი დროიდან დასახლებული უბანი ყოფილა, რაზედაც მეტყველებს ხომაკირდეს ციხის მიდამოებტან სოფლის ტერიტორიაზე სავენახე მიწის დამუშავების დროს შემთხვევით აღმოჩენილი სამაროვანი და იქ მოპოვებული როამული მონეტები.გადმოცემით ოჩხომურის ხეობას გასდევდა საქარავნო გზა, რომლითაც ვაჭრები მოგზაურობდნენ. ქვედა ჩხოროწყუს ტერიტორიის ცენტრალური ნაწილის დასახლება მეცხრამეტე საუკუნის სამოცდაათიანი წლებიდან იწყება . იგი გამოირჩეოდა წყაროთა სიმრავლით და "ცხრაწყაროც" მის ტერიტორიაზეა აღრიცხული. ეს ადგილი მეურნეთა შესასვენებლი იყო და მის გარშემო სავაჭრო ფარდულები და სანალბანდოებიც გაჩნდა. ქვედა ჩხოროწყუ 1939 წელს გამოეყო ჩხოროწყუს თემს და შეიქმნა ქვედა ჩხოროწყუ. სოფელ ქვედა ჩხოროწყუში არის  ორი "წმინდა გიორგის" სახელობისა და "მთავარანგელოზის" სახელობის ეკლესია.
წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში

გიგლა ყალიჩავა

საკონტაქტო ინფორმაცია
მობ: 599 85 44 29
E-mail: gigla.yalichava@mail.ru
სამუშაო გამოცდილება

1980-1983 იყო ჩხოროწყუს #2 ჩაის ფაბრიკაში ექსპედიტორი;

1983-1992 წლებში მუშაობდა ქვედა ჩხოროწყუს კოლმეურნეობის ბუღალტრის მოადგილედ;

1992-1995 წლებში იყო ს.მ კომბინატის მთ. ეკონომისტი;

1995-2006 წლებში იყო სოფ. ქვედა ჩხოროწყუს გამგებლის მოადგილე

2015 წლიდან დღემდე არის გამგებლის წარმომადგენელი სოფ.ქვედა ჩხოროწყუს  ადმინისტრაციული ერთეულში.

განათლება

ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სპეციალობა: ეკონომისტი. მრეწველობის დაგეგმვა

სპეციალისტები
  • ლელა ლიპარტელიანიმობ: 591-05-39-68
  • მარინე ქვარცხავამობ: 568-77-80-72


 

Share page