მერი ა(ა)იპ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის გაერთიანების თანამშრომლებსა და ბიბლიოთეკარებს შეხვდა

19 February, 2024

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა ა(ა)იპ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის გაერთიანების თანამშრომლებსა და ბიბლიოთეკარებს შეხვდა. მერი მათ საჭიროებებსა და სამომავლო გეგმებს გაეცნო. განიხილა მიმდინარე საკითხები. მუნიციპალიტეტში 15 ბიბლიოთეკა ფუნქციონირებს. თანამშრომლებმა ინფრასტრუქტურის განახლებასა და წიგნადი ფონდის შევსების საჭიროებაზე ისაუბრეს. კულტურის ცენტრი და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი 10 კულტურულ, შემეცნებით და სპორტულ წრეს აერთიანებს, მათ შორის, 9 წრეში სწავლება უფასოა. წრეებში 101 მოსწავლე ირიცხება. მუნიციპალიტეტის მერმა კულტურის ცენტრისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის გაერთიანების წარმომადგენლებს არსებული პრობლებმების მოგვარების მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, დახმარება და ხელშეწყობა აღუთქვა.

 

Share page