მერი დათო გოგუა მოსახლეობასთან ,,პროექტ ერთი დღე სოფლად“ ფარგლებში შეხვედრებს აგრძელებს

14 March, 2024

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა მოსახლეობასთან ,,პროექტ ერთი დღე სოფლად“ ფარგლებში შეხვედრებს აგრძელებს. მერი დღეს მერის პირველ მოადგილე გოჩა ჩიქოვანთან და ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ჯანო პერტაიასთან ერთად, ქალაქ ჩხოროწყუს ქუჩებში ინდივიდუალურად შეხვდა მოქალაქეებს და მათ საჭიროებებს გაეცნო. მოისმინა ასევე ადგილობრივების იდეები და მოსაზრებები. ,,მოსახლეობასთან შეხვედრებზე დეტალურად ვსაუბრობთ ჩვენ მიერ განხორციელებულ პროექტებზე, ასევე სამომავლო გეგმებზე, ვეცნობით ადგილობრივების მოსაზრებებს, ვმსჯელობთ პრობლემების გადაჭრის გზებზე. მოსახლეობასთან ღია დიალოგი გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რასაც ვაკეთებთ და ვგეგმავთ ადგილოებების საჭიროებებზე იყოს მორგებული და ითვალისწინებდეს ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხს, რომლის მოგვარებაც აუცილებელია.“ - განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ. მერი მოსახლეობასთან შეხვედრას პროექტ "ერთი დღე სოფლად" ფარგლებში ეტაპობრივად ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში უბნების მიხედვით მართავს.

 

Share page