პროექმერი ,,ერთი დღე სოფლად“ ფარგლებში, მოსახლეობას სოფელ ჭოღაში შეხვდა

20 March, 2024

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა პირველ მოადგილე გოჩა ჩიქოვანთან, სოფლის ხელმძრვანელებთან და საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლებთან ერთად, პროექტ ,,ერთი დღე სოფლად“ ფარგლებში, მოსახლეობას სოფელ ჭოღაში შეხვდა. მერი დეტალურად გაეცნო სოფელში არსებულ საჭიროებებს და მოსახლეობას მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ინფორმაცია მიაწოდა. ადგილობრივები ჭოღაში მინი მოედნის რეაბილიტაციას ითხოვდნენ. მუნიციპალიტეტის მერიის მიერ აღნიშნულზე მომზადდა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია და სამუშაოებზე გამოცხადდა ტენდერი. ხელოვნურსაფარიანი მინი მოედნის რეაბილიტაციას მუნიციპალიტეტის მერია 67 000 ლარით ადგილობრივი ბიუჯეტიდან დააფინანსებს. ,,ახალგაზრდული პოლიტიკა ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ ახალგაზრდების განვითარებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით, არაერთი პროექტი განვახორციელეთ და მომავალშიც ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი გვაქვს დაგეგმილი. მოსახლეობასთან ღია დიალოგი გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რასაც ვაკეთებთ და ვგეგმავთ ადგილოებების საჭიროებებზე იყოს მორგებული“ -აღნიშნა დათო გოგუამ. პროექტ ,,ერთი დღე სოფლად“ ფარგლებში მერი მოსახლეობასთან შეხვედრებს ყველა სოფელში, უბნების მიხედვით მართავს.

 

Share page