ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობასთან შეხვედრა დაასრულა

21 November, 2023

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობასთან შეხვედრა დაასრულა. დღეს დათო გოგუა ზუმისა და ხაბუმეს მოსახლეობას შეხვდა და მუნიციპალიტეტში გაწეული საქმიანობის ერთწლიანი ანგარიში წარუდგინა. დათო გოგუამ მუნიციპალიტეტში განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე, ინფრასტრუქტურის, სოციალურ, სოფლის მერნეობის, კულტურის, სპორტის, ჯანდაცვისა და განათლების სფეროში მიღწეულ წარმატებებსა და სამომავლო გეგმებზე ვრცლად ისაუბრა.

•სოფელ ხაბუმეში, ეწერის უბანში დაიგო ასფალტირებული გზა.

•,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა მცირე ინფრასტრუქტურული სამუშაოები.

•მიმდინარეობს გაზიფიცირების სამუშაოები.

•სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში მოეწყო ხიდ-ბოგირები, სანიაღვრე არხები.

•სოფლის ცენტრში დაგეგმილია ახალი სამედიცინო ამბულატორიის მშენებლობა.

•დაგეგმილია ასევე ხაბუმეს ცენტრალური სკვერის მოწყობა.

•სოფელ ზუმში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა მცირე ინფრასტრუქტურული სამუშაოები.

•მიმდინარეობს გაზიფიცირების სამუშაოები.

•აშენდება 120 ბავშვზე გათვლილი საჯარო სკოლა.

•ნაგიდუს უბანში 2 კმ-ზე მოეწყობა გარე განათება.

•სტიქიის სალიკვიდაციო სამუაოების ფარგლებში მოეწყობა ცენტრალური სანიაღვრე არხები, ნაპირსამაგრი ჯებირები და შიდა საუბნო გზები.

მერი ადგილობრივების საჭიროებებს გაეცნო და მათთან ერთად პრობლემების გადაჭრის გზებზე იმსჯელა. დათო გოგუამ უპასუხა ასევე მოსახლეობის შეკითხვებს.

 

Share page