დღეს ,,საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების“ წარმომადგენლებმა, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 150 ოჯახს 350 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი გადასცეს

27 November, 2023

დღეს ,,საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების“ წარმომადგენლებმა, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 150 ოჯახს 350 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი გადასცეს.

ვაუჩერი სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს გადაეცა. მოქალაქეებს, მათთვის საჭირო პროდუქტების შესაძენად, აღნიშნული ვაუჩერის გამოყენება ,,კარფურის“ ,,ნიკორას“ ,,ლიბრესა“ და ,,მაგნიტის“ სუპერმარკეტებში შეუძლიათ.

მოსახლეობას ვაუჩერი საჩუქრად ,,საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების“ წარმომადგენლებმა, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიასთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გადასცეს.

ვაუჩერების გადაცემის პროცესს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა დაესწრო.

+11

Share page