დღეს მუნციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ მერის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა

28 November, 2023

დღეს მუნციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ მერის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი და მერის მოადგილე ვალერი თოდუა ესწრებოდნენ. სამუშაო შეხვედრაზე, ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ საჭიროებებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე ისაუბრეს ასევე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით მიმდინარე სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასაქმების პროგრმაზე, რომლის ფარგლებშიც ჩხოროწყუში 28 ნოემბრიდან ვაკანსიები გამოცხადდება და ეტაპობრივად განთავსდება publicwork.moh.gov.ge -ზე. საზოგადოებრივი სამუშაო ისეთ ვაკანტურ ადგილზე დასაქმებას გულისხმობს, რომლის შესრულება ნებისმიერი კვალიფიკაციის მქონე პირს შეუძლია. სამუშაოს მომწოდებლები კი სახელმწიფო უწყებები და ადგილობრივი თვითმმართველობები არიან. დასაქმების პროგრამაში ჩასართავად, ბენეფიციარებმა უნდა მიმართონ სოციალური მომსახურების ან დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს სერვის ცენტრებს. პრემიერ - მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბური პროგრამა 2022 წლის მარტიდან ხორციელდება. შეხვედრაზე განიხილეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროგრამები.ასევე ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე.

 

Share page