ბათუმში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში ჩაერთო ჩხოროწყუს ახალგაზრდული სათათბირო

11 December, 2023

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ადამიანის უფლებათა დაცვის კვირეულის ფარგლებში, მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურისა და მერიის ახალგაზრდული სათათბიროს ორგანიზებითა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელშეწყობით, ესეების კონკურსი, კინოჩვენება, სკოლების თვითმმართველობების ხელმძღვანელებთან შეხვედრა, ნაშრომების პრეზენტაცია, ვიქტორინა და კინოჩვენება გაიმართა.

ასევე, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭრით , 10 დეკემბერს, ბათუმში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში ჩაერთო ჩხოროწყუს ახალგაზრდული სათათბირო. სათათბიროს წევრებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე. კონფერენციის ორგანიზატორებმა ყველა პრეზენტატორ მოსწავლეს ბიბლუსის სასაჩუქრე ვაუჩერები გადასცეს.

დღეს, ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში ჩატარებული ესეების კონკურსსა და ვიქტორინაში გამარჯვებულები სიგელებითა და ფულადი პრიზებით მერის მოადგილე ვალერი თოდუამ დააჯილდოვა. ესეების კონკურსის აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობის სიგელებითა და სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ ასევე ფილოლოგები: ირა კვარაცხელია, ლელა კვირტია და მირანდა კვარაცხელია.

+14

Share page