სოფელ ხაბუმეში, ჯუმითის უბანში, მდინარე ხობისწყალზე მდებარე ხაბუმე-ზუმის დამაკავშირებელი ამორტიზებული ხიდის ადგილას ახალი ხიდი აშენდება

14 December, 2023

სოფელ ხაბუმეში, ჯუმითის უბანში, მდინარე ხობისწყალზე მდებარე ხაბუმე-ზუმის დამაკავშირებელი ამორტიზებული ხიდის ადგილას ახალი ხიდი აშენდება. ხიდის მშენებლობისთვის საჭირო საპროექტო -სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას ტენდერში გამარჯვებული შპს ,,ინჟინერიუსი “ მოამზადებს. დღეს ,,ინჟინერიუსის “ წარმომადგენლებსა და ადგილობრივებს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა და საპროექტო დოკუმენტაციისთვის საჭირო აზომვით სამუშაოებს დაესწრო. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით მომზადდება. დოკუმენტის მომზადების შემდგომ დაიწყება საავტომობილო ხიდის მშენებლობა, რომლის სიგრძე 115, ხოლო სიგანე 10 მეტრი იქნება.

 

Share page