დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველთა საბჭომ 2024 წლის პირველი სხდომა გამართა

17 January, 2024

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველთა საბჭომ 2024 წლის პირველი სხდომა გამართა. სხდომას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი ზაზა ხორავა და ქალაქ ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი ჯანო პერტაია ესწრებოდნენ. მერმა საბჭოს წევრებს წარმატებული და ნაყოფიერი წელი უსურვა. საბჭოს წევრებმა განიხილეს 2024 წლის ბიუჯეტით დაგეგმილი პროექტები, ისაუბრეს მუნიციპალიტეტის საჭიროებებზე, გამოთქვეს მოსაზრებები და წამოაყენეს ინიციატივები. საბჭოს მუშაობის მიზანი ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფა, მერის საქმიანობაში საზოგადოებრივი ჩართულობის გაზრდა, სამოქალაქო ინიციატივების, რეკომენდაციების, მოსაზრებებისა და რჩევების შემუშავებაა.

 

Share page