ახალგაზრდა პოეტ გიორგი გულუას ლექსების კრებულის - ,,და დავასკვენი" პრეზენტაცია გაიმართა
დღეს ჩხოროწყუს ისტორიული მუზეუმის სააქტო დარბაზში ახალგაზრდა პოეტ გიორგი გულუას ლექსების კრებულის - ,,და დავასკვენი" პრეზენტაცია გაიმართა.
ლექსების კრებული ,,და დავასკვენი“ მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით, მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ,,ნიჭიერი ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გამოიცა. მასში გიორგი გულუას ქართული და მეგრული ლექსებია დაბეჭდილი.
,,და დავასკვენი“ გიორგი გულუას ლექსების რიგით მეორე კრებულია.
პრეზენტაციას საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად ადგილობრივი პოეტები და მუნიცილაპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
გიორგი გულუას დღეს 29 წელი შეუსრულდა. ვულოცავთ და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს.